Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საჯარო ლექცია "ვერცხლის პასუხი ოქროს: SDF - ვერცხლის დიამინის ფტორიდის ისტორია და კლინიკური ჩვენება"

კვირას, 23 მაისს 21:00 საათზე გაიმართება  დოქტორ კარდარელის საჯარო ლექცია თემაზე "ვერცხლის პასუხი ოქროს: SDF - ვერცხლის დიამინის ფტორიდის ისტორია და კლინიკური ჩვენება".

შეხვედრის ენა: ქართული, ინგლისური

შეხვედრა ჩატარდება zoom-ის აპლიკაციის გამოყენებით და ასევე მედიცინის ფაკულტეტის ფეისბუქის გვერდზე გაზიარებული იქნება ლაივ  რეჟიმში.

შეხვედრის ლინკი: https://zoom.us/j/8637799360

 

სტომატოლოგიური მკურნალობის ახალი მეთოდები ფარმაკოლოგიაზეა დაფუძნებული. სწორედ ამიტომ შემოდის ახალი მასალები, რომლებიც პაციენტების უფრო კონსერვატული მკურნალობის შესაძლებლობას იძლევიან.  ახალი მასალების დასამკვიდრებლად აუცილებელია ცოდნის შეძენა თუ როგორ და როდის შეიძლება მათი გამოყენება.  SDF-მა შეცვალა კარიესის მკურნალობის მეთოდები. იგი წარმატებით გამოიყენება როგორც მგრძნობელობის შემცირების ასევე კარიესის მართვისათვის.  

 

აღნიშნულ ლექციაში დოქტორ კარდარელი განიხილავს SDF ვერცხლის დიამინის ფტორიდის პოტენციალსა და გამოყენების პრინციპებს.  გამოყენების მეთოდები ნაჩვენები იქნება კლინიკურ მაგალითებში. ასევე ნაჩვენები იქნება „სმარტ“ ტექნიკა როგორც რესტავრაციის არჩევანი. 

 

დოქტორმა ჯასტინ კარდარელიმ ტაფტის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის სკოლა 2015 წელს დაამთავრა და მიიღო სტომატოლოგის ხარისხი. ის მოღავწეობს ყოვლისმომცველი და თერაპიული სტომატოლოგიის დეპარტამენტში და ასწავლის როგორც კლინიკურ ასევე პრეკლინიკურ კურსებში.  პრაქტიკულ მოღვაწეობას ეწევა მასაჩუსეტში და ორიენტირებულია მინიმალურად ინვაზიურ სტომატოლოგიაზე. 

 

დოქტორმა კარდარელიმ ჩაატარა სხვადასხვა კვლევა კბილების რეგენერაციის ტექნიკის შესახებ და შედეგები გამოაქვეყნა პუბლიკაციების სახით  რეცენზირებად ჟურნალებში. ის არის ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციისა და მასაჩუსეტის სტომატოლოგიური საზოგადოების აქტიური წევრი.